რუსთაველის გამზირზე, ყოფილ კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, სადაც Eagle Hills-ის ოფისია განთავსებული, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "უარი არაბულ ქალაქებს" მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორია ოთხი გაერთიანება - "სართული", "ქართული რესპუბლიკა", "ეროვნული თანხმობა" და "სამოქალაქო თანხმობა".
ორგანიზატორების თქნით, პროტესტის მთავარი მიზეზი არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაა.
Eagle Hills-ის ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ.
აქციას ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტის წინ, ერთ წელზე მეტია, უწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ.
ფოტო: კადრი ლევან ზაზაძის ვიდეოდან