ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს 2026 და 2027 წლებში უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებების ორი მესამედის დაფარვას, რაც დაახლოებით 90 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი 2026-27 წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებებს 90 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
„ჩვენ ვთავაზობთ, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებების ორი მესამედი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დავფაროთ, რაც 90 მილიარდ ევროს შეადგენს. დანარჩენი საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაფარონ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ გამოიყენებს ევროკავშირი ამ თანხებს უკრაინის სასარგებლოდ.
„პირველ რიგში, ჩვენ გამოვიყენებთ სახსრებს უკრაინისთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და აქ ჩვენ არსებული ინსტრუმენტების წარმატებას დავეყრდნობით. თქვენ ორივე იცით: ეს ან მაკროფინანსური დახმარებაა, ან უკრაინის ფონდი(Ukraine facility)“, - განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თანხების გამოყენების მეორე სფერო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაა. „აქ მთავარი მიზანია უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო პოტენციალის შემდგომი გაძლიერება და მათი შესაძლებლობების ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო ბაზაში ინტეგრირება“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისას, ევროკავშირი აპირებს გამოიყენოს ე.წ. „კასკადური ეფექტის“ პრინციპი - პრიორიტეტი მიანიჭოს ევროკავშირის საზღვრებში მყოფ მწარმოებლებს.
„სახსრები ძირითადად გამოყენებული იქნება უკრაინაში, ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში წარმოებისა და შესყიდვებისთვის. მაგრამ თუ წარმოიქმნება გადაუდებელი საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება უკრაინას ან ევროკავშირს არ შეუძლია, მაშინ ჩვენ ვუშვებთ, რომ ეს გადაუდებელი საჭიროებები გარედან ამ სახსრებით იქნას შეძენილი“, - განმარტა ფონ დერ ლაიენმა.