2013 წლის ნოემბერში 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,04 პროცენტით გაიზარდა. „საქსტატი" ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 4,7 პროცენტით, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით გაზრდილია 59,0 პროცენტით.
2013 წლის ნოემბერში 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
• სამთომოპოვებითი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები 11,5 პროცენტით გაიზარდა, რაც პროცენტული ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების 16,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ქვესექციაზე სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა;
• დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვესექციაზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (-13,5 პროცენტი); ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე;
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა 5,3 პროცენტით და პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში -4,30 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-10,6 პროცენტი). ასევე, ფასებმა დაიკლო საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-4,1 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 3,7 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50 პროცენტული პუნქტი შეადგინა.