ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა საზოგადოებას ახალი ფინანსური პაკეტი წარუდგინა. პრემიერის განცხადებით, პირველადი შედეგები დაახლოებით 3-4 თვეში, საბოლოო რეზულტატი კი დაახლოებით ერთ წელიწადშია მოსალოდნელი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ ახალმა საფინანსო პაკეტმა გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა, ახალი საფინანსო პაკეტის ფარგლებში დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესი. მინისტრის თქმით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს სახაზინო ვალდებულებებისა და ევროობლიგაციების ემისიის პროცესებიც. თუ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა პრემიერის ახალმა საფინანსო ინიციატივამ, ამისნ შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი ესაუბრა.
კახა ბაინდურაშვილი: სამშენებლო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერია ამ პროცესში გარკვეულწილად ჩართულია და უწევს კოორდინაციასა და მონიტრონგს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შედგა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ამ ბოლო დროს გაცხადდა იყო "აქსისის" პროექტი, რომელიც ძველ თბილისში, ფაქტობრივად, დანგრეულ სახლებში მცხოვრებ მობინადრეებს შეასახლებს თანამედროვე ბინებში. სანაცვლოდ ეს კომპანია იმ ადგილას დაიწყებს მშენებლობას. ხდება სამშენებლო სექტორის აქტივაცია. სამშენებლო სექტორი ერთი მხრივ, პოულობს კლიენტს თავისი მშენებარე ბიზნესისთვის, მეორე მხრივ, ის პოულობს კარგ გასავითარებელ ზონას და რაც მთავარია, ძველი თბილისის მოსახლეობა შედის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ბინაში. სახელმწიფო ამ შემთხვევაში გარანტორად გვევლინება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევიწყოთ. კონკრეტული პროექტები ჯერ ჩვენამდე არ მოსულა. ჯერჯერობით ეს არის მონახაზები და რაღაც ფორმალობამდე მიყვანილი. როგორც კი პირველი პროექტი იქნება განივიხილავთ და შესაბამისად დადებით გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.
_ სახელმწიფომ დაიწყო სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რამდენად აუცილებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ამავე ხელისუფლებამ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება შეწყვიტა. ხომ არ გამოიწვევს უკუპროცესებს, რომლის გამოცდილებაც ქვეყანას აქვს. თავის დროზე სახაზინო ვალდებულებების პროცენტმა 300-ს მიაღწია და სახელმწიფოს ხარჯზე კომერციულმა ბანკებმა დიდი მოგება ნახეს. რა მექანიზმი არსებობს ამისგან დასაცავად?
_ შიდა საფინანსო ბაზარი ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ყველა ქვეყანას აქვს შიდა საფინანსო ბაზარი და საქართველოსაც უნდა ჰქონოდა. საქართველოში კომერციულ ბანკებს ჭარბი ლიკვიდობა არ ჰქოდათ, რადგან სესხებზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. შესაბამისად ჩვენ სანამ ასეთი ტიპის ჭარბი ლიკვიდობა არ გაჩნდებოდა ამ საფინანსო ბაზარს ვერ გავხსნიდით, რადგან პროცენტი ძალიან მაღალი იქნებოდა. ბაზრის გახნის მოთხოვნა იყო, როგორც კომერციული ბანკების მიერ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების. როდესაც კომერციულ ბანსკ სურს მოიზიდოს უცხოური საკრედიტო რესურსი, მას აუცილებლად სჭირდება თავისი პორტფელი დაბანდებული ჰქონდეს ძალიან მყარ ფასიან ქაღალდში. მსოფლიოში ასეთად ითვლება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. როდესაც ეს არ აქვს კომერციულ ბანკს ეს მას უძვირებს როგორც საკრედიტო რესურსის მოზიდვას, ასევე საკმაოდ ურთულებს მოლაპარკებებს.
ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ფისკალური სტიმულილრება, რაც ჩვენ არ გამოგვიგონია. ეს ხერხია, რომელსაც მიმართავს მსოფლიოს ყველა ქვეყანა. გავზარდეთ დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკიდან ვიღებთ ნაკლებს, ვიდრე მასში ვაბრუნებ, ანუ გადასახადის სახით უფრო ნაკლებს ვიღებ და უფრო მეტს ვაბრუნებ. შესაბამისად, ეს წარმოშობს ჭარბი ფულის მასას, რომელიც მერე უკვე ბრუნავს და საშუალებას აძლევს ეკონომიკას განვითარდეს. ამ ვითარებაში იმისთვის, რომ არასაგასდასახდო კუთხით ჭარბი თანხა ეკონომიკიდან ამოიღო, ის ფული რაც გაჩერებულია მერე ეკონომიკაში ჩააბრუნო ერთადერთი სწორი ისნტრუმენტი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაა. ბანკები სესხებსის გაცემაზე კონსერვატიულობას ინარჩუნებდნენ, რაც ბუნებრივი მოვლენაა მსოფლიოს ფინანსური კრიზისის ფონზე და ჩვენ ძალიან სწორად დავიწყეთ ფიკალური სტიმულირება რას იმას ნიშნავს, რომ ამ ჭარბ ლიკვიდურობას სახაზინო ვალდებულებების სახით ბუჯეტში ამოგვაქვს და ვაბრუნებთ ეკონომიკაში სხვადასხვა ხარჯების სახით.
_ დაცვის მექანიზმი რომ დააზუსტოთ და კიდევ, რა ბერკეტი აქვს სახელმიწფოს, რომ პროცენტი არ გაიზარდოს. პროცენტს ხომ კომერციული ბანკები ადგენენ და შესაძლებელია მოხდეს ბანკებს შორის გარიგება.
_ რაც შეეხება დაცვის მექანიზმს, ვიტყვი, რომ დღევადენლი სახაზინო ვალდებულებების სიტემა აბსოლუტურად განსხვავებულია მაშინდელისგან. მარტო ტექნიკურად, რომ ავიღოთ, ეს არ არის ხელით ფურცელზე დაწერილი რაღაც, ეს არის ბლუმბერგის პორტალით განხორციელებული ტრანზექციები. აქ გამორიცხულია ნებისმიერი სუბიექტური ჩარევა. რა თანამდებობაც უნდა ეჭიროს პირს, ვერაფერს გახდება, იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო პლატფორმა. გარდა ამისა, მოთამაშეები მხოლოდ კომერციული ბანკები არ არიან. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ამის შესყიდვა. ის შეზღუდვები, რაც არსებობდა და ის სირთულეები, რაც იყო სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ეს მთლიანად აღმოფხვრილია.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის ზრდას, თუ დავინახავთ, რომ ძალიან იზრდება, სახაზინო ვალდებულებებს არ გამოვუშვებთ.
_ საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა, შეუძლია თუ არა ქვეყანას ვალების მომსახურება?
_ საგარეო ვალი გაიზარდა და ეს აბსოლუტირად ნორმალურია, მაგრამ ჩვენი საგარეო ვალის მოცულობა არავითარ შემთხვევაში არ არის დიდი საგარეო ვალი. საგარეო ვალის მომსახურება არის ძალიან დაბალი. 5%. როგორც ნიმინალურად არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. საგარეო ვალი არც მივა მაღალ ნიშნულამდე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სწორედ ფისკალური სტიმულირების მიზნით და ბუნებრივია, ამისი საჭიროება, მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისი მცირდება, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება და ჩვენ ამას მეოთხე კვარტლიდან ველოდებით, ჩვენ უკვე აღარ გვექნება აუცილებლობა იმისა, რომ დამატებითი სესხები მოვიზიდოთ.
_ კიდევ ერთი სოლიდური ვალი სახელმწიფოს ევროობლიგაციების ემისიით აქვს...
_ ევრობონდები არ არის მხოლოდ დაფინანსებისთვის მოზიდული სესხი. ევრობონდი არის ასევე ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია. იმისათვის, რომ შენ განსაზღვრო ქვეყნის ფინანსური ნდობა ინვესტორების მხრიდან. ევრობონდი ამისათვის ერთადერთი ინსტრუმენტია. ევრობონდის ყოველდღიური საპროცენტო განაკვეთი და მისი მეორად ბაზარზე ფასი განაპირობებს სწორედ ამ ნდობას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ომის პერიოდში 30%-ს აცდა, მაგრამ ახლა დაიკლო და 10%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ის თანდათან უახლოვდება თავის პირვანდელ საბაზრო ღირებულებაზ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნდობა მთლიანად მსოფლიოში იზრდება.
ევრობონდების გამოშვება გარდაუვალი ნაბიჯი იყო და ჩემი აზრით, გაკეთდა ძალიან სწორ დროს, როდესაც საქართველო მზად იყო ამისათვის. მაშინ ფისკალურად, ნაკლები რისკები იყო. ჩვენ რომ დაგვეგვიანა, ევრობონდი არ გვექნებოდა და უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით.
_ პრემიერმა განაცხადა, რომ "იაფი კრედიტის" პროექტის 20 მლნ-დან რთველისათვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. რა თანხაზეა საუბარი?
_ კონკრეტულად რამდენი გამოიყოფა ამ ეტაპზე ძალიან რთული სათქმელია. ეს დამოკიდებულია რთველის მიმიდნარეობაზე. იმედი გვაქვს კარგი მოსავალი იქნება. გვინდა რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ და ჩავატარებთ კიდეც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გლეხმა დამატებითი შემოსავალი მიიღოს. შესაბამისად რა რესურსი იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია მოსავალზე.
_ დონორების მიერ გამოყოფილი თანხებიდან რამდენია რეალურად საქართველოში შემოსული და რა რაოდენობის თანხის შემოდინებას ველოდებით?
_ მილიარდ 700 მლნ ხელმოწერილია, დაპირებული იყო 4 მლრდ ნახევარი და შემდგმომში მიმდინარეობს კონკრეტულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა. მილიარდ 700 მილიონის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, და გრაფიკის შესაბამისად ჩვენ ყველა სხვა ხელშეკრულებებს ვაწერთ ხელს. ამ მხრივ, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკიდან მივიღეთ უფრო მეტი, ვიდრე იყო დაპირებული და მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ამ ტიპის ორგანიზაციებიდან მეტი თანხების მიღება ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები დადებითად აფასებენ იმ პოლიტიკას, რაც ტარდება.
თანხების შემოსვლა გრძელდება. ერთია, როდესაც ხელშეკრულებას ხელი ეწერება და ეს ფული ვეღარსად წავა და მეორეა გადარიცხვები. ეს პროექტზეა დამოკიდებული, ზოგიერთი თანხა, შესაძლოა, საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდეს და ამ შემთხვევაში დონორმა ორგანიზაციამ სათავო ოფისიდან პირდაპირ გადარიცხოს. ეს შესაბამისად, ჩვენს კონტროლს გარეთ არის.
ჩვენ მართალია უკვე ხელი მოვაწერეთ 1,7 მილიარდს, მაგრამ ხელმოწერიდან, რაღაც პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ ტენდერები ჩატარდეს, დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები და ა.შ. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც მაქსიმუმს მიაღწევს ფულის გადარიცხვები.
_ მომავალი თაობის ფონდი, რომლის პრეზენტაცია პომპეზურად ჩატარდა, რა მიზანს მოემსახურა და განაგრძობს თუ არა არსებობას?
_ მომავალი თაობების ფონდი შევქმენით იმისათვის, რომ ჭარბი ფულადი ნაკადები დაგვებანდებინა თუ გვექნებოდა. ანუ, ეს გულისხმობდა, რომ თუ ბიუჯეტი იქნებოდა პროფიციტული და შესაბამისად, ქვეყანას ექნებოდა ჭარბი ფულის მარაგები, უაზროდ კი არ დაგვეხარჯა, დაგვეგროვებინა მომავალი თაობებისათვის და მათი დახარჯვა მომხდარიყო კრიზისულ ვითარებაში. სამწუხაროდ, კრიზისული ვითარება უფრო ადრე დადგა. ომის შემდგომ ფულის დახარჯვის საჭიროება იყო, უპირველესად, ეს საჭიროება იყო ლტოლვილთა სახლების მშენებლობა. ამ შემთხვევაში კანონი ამოქმედდა შესაბამისი მუხლების თანახმად და მოხდა რეპატრიაცია მთლიანად, ანუ ეს მთლიანად აისახა ბიუჯეტში და განთავსდა მთავრობის დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკში.
ფონდი სამართლებრივად არ გაუქმებულა, მაგრამ პრაქტიკულად გაუქმდა, რადგან, სანამ საქართველოს არ ექნება ჭარბი შემოსავლები ფონდში, ვერც ერთი თეთრი ვერ წავა. ჭარბი შემოსავლები საქართევლოს უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ბიუჯეტი გააგრძელებს იყოს დეფიციტური.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი