დღეს, 11 მარტს, სეპარატისტულ აფხაზეთში კერძო ვიზიტით მყოფი გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 11 მარტსვე, სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ დიტერ ბოდენი აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდება.
შეგახსნებთ, რომ 10 მარტს დიტერ ბოდენმა შეხვედრები აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა.