10-14 მარტს ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოც მიიღებს.
გამოფენაზე ის ტურისტული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე არსებობს.
სააგენტო მიზნად ისახავს პარტნიორ ორგანიზაციებთან კონტრაქტების გაფორმებასაც.