საქართველო ავღანეთში ასეულს გაგზავნის. ამის შესახებ ჰააგაში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი გახდა, მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. აქედან გამომდინარე, საქართველო ავღანეთში ასეულს გაგზავნის", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, გაიზრდება საქართველოს მონაწილეობა იმ სამოქალაქო პროექტების განხორციელებაშიც, რომელიც ავღანეთის აღდგენა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.