ღარიბაშვილი ჯერჯერობით მხოლოდ უყეფს ივანიშვილს, ვინაიდან, იფარგლება "ასავალ-დასავალის" "ტრუხა" ამბით და ამით რბილად აფრთხილებს დიქტატორს , -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილებს ეხმიანება.
„ღარიბაშვილი ჯერჯერობით მხოლოდ უყეფს ივანიშვილს, ვინაიდან იფარგლება "ასავალ-დასავალის" "ტრუხა" ამბით და ამით რბილად აფრთხილებს დიქტატორს, მაგრამ ის, მაშინ დაჰკბენს და ნამდვილს ზიანს მიაყენებს პატრონს, რომლის ხელიდანაც მთელი ცხოვრება იკვებებოდა, როცა მართლა მომხდარ დანაშაულებზე, იმ დანაშაულებზე, რაზეც ყურმოკრულად, ჭორების დონეზე არ იცის და უმეტესობაში მონაწილეობაც აქვს მიღებული, ისაუბრებს და წვრილად მოჰყვება, თუ რა და როგორ იყო.
ხუმრობა იქით იყოს და მინდა სრულიად სერიოზულად მივმართო ბობოლა „ქოცებს“, რომელთაგანაც რეპრესიებით ფულის ამოღებას ცდილობს წუწკი, ჭორვილელი დიქტატორი. თუ გადაწყვეტთ მისთვის ფულის მიცემას, ეს მაინცდამაინც დიდი ხნით ვერ დაგიცავთ, ვინაიდან დესპოტი ხარბი და გადამგდებია, რაღაც დროის მერე უფრო მეტს მოგთხოვთ.
დიახ, კახი კალაძე, სულ ტყუილად მიეცი არჩევნების წინ ივანიშვილს 700 მილიონი, გიორგი ბაჩიაშვილი შენი მილიარდი და მაიამიში 50 მილიონად გაყიდული სახლის ფული, გრძელვადიანად მაინც არ გადაგარჩენთ!
მინდა, გაახილოთ თვალები და გაიაზროთ, რომ დიქტატურის დღეები დათვლილია. შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად. ამით უფრო მეტად შეიმსუბუქებთ თქვენს ბედს და თან ამ შემთხვევაში, ფულიც ხალხს მოხმარდება, არა მაიამიში გაყიდული ვილის ფულით, მოსკოვთან ივანიშვილების მორიგი სახლის შეძენას“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.