ხვალ, 11 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები სამუშაო ვიზიტით სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.
იმავე დღეს 11 მარტს პიტერ სემნები მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერთან ნუგზარ აშუბასთან და ე.წ. პრემიერ მინისტრთან სერგეი შამბასთან.