სეპარატისტულ აფხაზეთში კერძო ვიზიტით გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი იმყოფება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დიტერ ბოდენი დღეს ლექციებს წაიკიხავს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
მათივე ინფორმაციით, დღესვე დიტერ ბოდენი შეხვედრას გამართავა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დაურ კოვესთან და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშირისო განყოფილების უფროსთან ლანა აგრბასთან.