აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი დღეს პირველ ოფიციალურ პირისპირ შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა ლონდონში, დიდი ოცეული სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართება.
ორი ქვეყნის ლიდერები დიდ ბრიტანეთში უკვე ჩავიდნენ. ობამასა და ედვედევის შეხვედრის ზუსტი დრო არ ხმაურდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის დროით 3 საათისთვის დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, "აშშ-ს რუსეთთან პროდუქტიული ურთიერთობა სურს, მაგრამ დამოკიდებულებათა გადახარისხება არ ნიშნავს, რომ დათმობებზე მხოლოდ ერთი მხარე წავა".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები პირველი პირების რანგში დღეს პირისპირ ერთამენთს პირველად შეხვდებიან.