10-13 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ვაშაძე შეხვდება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ კაცუია ოკადას, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამჟამად პარლამენტის წევრ ჰიროფუმი ნაკასონეს, საპარლამენტო ვიცე-მინისტრს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იასუტოში ნიშიმურას და სხვა ოფიციალურ პირებს.