ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიერ შექმნილი საზღვრის დელიმიტაციის კომისიაში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაფორმებაა.
"მოლაპარაკებათა მიზანი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაფორმებაა. ამ შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება სახელმწიფო საზღვრის აღწერა და 1:100 000 მასშტაბის რუკა ზედ დატანილი საზღვრის ხაზით", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ახლანდელი ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფართობი გაცილებით მცირეა, ვიდრე ადრე იყო.
"დიდი განსხვავებაა 1922, 1926, 1939, 1945 და 1980 წლებში შედგენილ რუკებთანაც კი. ყოველ ხუთი წელიწადში ჩვენი საზღვარი იცვლებოდა და იცვლებოდა. ამჟამად ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ მოსკოვში კარტოგრაფიის ინსტიტუტში და გადავწყვეტთ, რა დავიდოთ საფუძვლად. ამჟამად კი საარქივო მასალების მოძიებით ვართ დაკავბეული", _ აცხადებს ჩოჩიევი.