დღეს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი აწყობს დისკუსიას თემაზე: "მსოფლიო და თანამედროვე კაპიტალიზმის დასასრული პრობლემა''.
ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში ტარდება. მომხსენებელია პროფესორი იგორ კვესელავა, ოპონენტი - პროფესორი გიორგი მალაშხია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.