ბათუმში, 72 წლის ქალი ტაისა ფედოსოვა წამებით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა მსხვერპილის სახლში შეაღწიეს, ფულის გამოძალვის მოტივით მათ ქალბატონი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმეს.
ფედოსოვა ქირით ცხოვრობდა. ავადმყოფობის გამო მას გადაადგილება უჭირდა და მას მეზობლები უვლიდნენ. მისი ორივე შვილი უცხოეთში ცხობრობდა და დედას ფულს უგზავნიდა.
სავარაუდოდ, მძარცველებს ეს ინფორმაცია ჰქონდათ. მეზობლებმა ცხედარი დღეს დილით საბანში გახვეული იპოვეს. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.