რუსეთის სამხრეთში არის რადარი, რომელსაც ევროპის ყოვლისმომცველი დაცვის საკითხში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისი განცხადება აშშ-ს ტავადაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა გააკეთა.
"მათ (მოსკოვს) რუსეთის სამხრეთში აქვთ რადარი, რომელსაც ევროპის ყოვლისმომცველი დაცვის საკითხში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, განსაკუთრებით ირანული რაკეტებისგან დაცვის საკითხში. როგორც მე ადრე არაერთგზით მითქვამს, ჩვენ მივესალმებოდით რუსეთთან პარტნიორობას ამ საკითხში",_ განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა.
გეიტსის თქმით, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ახალმა სისტემამ, რომლის შექმნის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა, ფაქტობრივად უფრო მოსახერხებელი პირობები შექმნა მასში რუსეთის რადარის ჩართვისათვის, ვირდე ეს ძველი სისტემის პროექტში იყო.
გეიტსმა აღნიშნა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი პროექტი მნიშვნელოვნად აიოლებს მასთან ახალი პარტბიორების მიერთებას და მათთან კოორდინაციას.
"ჩვენთვის, ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემების მიერთება ჩვენი მოკავშორეების სისტემებთან გაცილებით იოლი გახდა. ეს სამართლიანია რუსეთისთვისაც. მართლაც, ახალი სისტემის მიერთება რუსულ შესაძლებლობებთან გაცილებით იოლია, მაშინვე როდესაც ისინი (რუსები) ჩვენთან მიერთებას მოისურვებენ",_ განაცხადა რობერტ გეიტსმა.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პენტაგონის შეფმა რობერტ გეიტსმა 17 სექტემბერს გააკეთეს განცხადება აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემის გეგმებში კორექტირების შეტანის შესახებ.
პენტაგონის აზრით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი არქიტექტურა ბევრად უფრო მოქნილი და იაფი იქნება. უფრო მეტიც, აღინიშნა, რომ ახალი სისტემა ახალ გამოწვევებს პასუხობს.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა გაცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავინდებურად მზადაა მიიღოს მონაწილეობა აშშ-სთან და ნატოსთან ერთად კოლექტიური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში, ხოლო განცხადებები ამ სისტემაში არმავირსა და აზერბაიჯანში განლაგებული რუსული რადიოლოკაციური სადგურების ჩართვის შესახებ კვლავაც ძალაში რჩება.