უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, მდინარე ვოლგაზე მდებარე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ პირველადი ნავთობგადამუშავება შეწყვიტა. იუწყება Reuters
აღნიშნულია, რომ საწარმომ შესაძლოა, თვის ბოლომდე არ იმუშაოს.
უკრაინის სამხედრო ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმების შესახებ სამშაბათს, 11 ნოემბერს განაცხადეს.
ამ თავდასხმებმა ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია. ქარხანა 14 ნოემბერსაც დაიბომბა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
შედეგად, ქარხანაში არსებულ დიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
კომპანია „როსნეფტს“, რომელიც ქარხანას აკონტროლებს, კომენტარი არ გაუკეთებია.
წყაროების ცნობით, დარტყმებს შესაძლოა დააზიანებინა ძირითადი საქაჩო დანადგარს(CDU-6).
გამოცემის ცნობით, მისი ნომინალური დღიური სიმძლავრე დაახლოებით 147 000 ბარელი ნავთობია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 2024 წელს 5.8 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა. საერთო ჯამში, ეს რუსეთის ნავთობგადამუშავების მოცულობის დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს.
ქარხანამ 1.9 მილიონი ტონა დიზელის საწვავი, 1.2 მილიონი ტონა ბენზინი და 1 მილიონი ტონა მაზუთი აწარმოა.