კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმრავლესობას ნამდვილად ჰქონდა შენიშვნები არჩილ კბილაშვილთან. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ კბილაშვილის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა.
"უმრავლესობას ნამდვილად ჰქონდა შენიშვნები არჩილ კბილაშვილთან. რადგანაც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მისი საქმიანობის შესახებ ისმოდა. მან ერთ-ერთ ეთერში რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადებები და მისი გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.