ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძის განცხადებით, ადგილორბივ არჩვენებზე ეუთოს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა პრორუსული ძალების მხრიდან პროვოკაციებს შეამცირებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივ არჩევნებს ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები დაესწრონ, რადგან რუსეთი შეეცდება ქვეყანაში მეორე აგრესიული ტალღა განხორციელოს. რუსულ ტანკებს კი ის პრორუსული ძალები შემოუძღვებიან, რომლებიც პუტინის რეჟიმთან ღიად თანამშრომლობენ", - აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, მაისში დაგეგმილი ადგილორბივი არჩევნები დემოკრატიული არჩევნების ჩატარბის კუთხით საქართველოსთვის კიდვე ერთი გამოცდა იქნება, რაც ხელს შეუწყობს მომავალში უკვე სრულფასოვნად ჩატარდეს, როგორც საპარალამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნები.