ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟოაო სუარესმა შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკთხები განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ეუთოს საპარალმენტო დელგეცაციის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების საკითხებს.
"ეუთო ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეუთოს მისია აღარ მოქმედებს ჩვენთვის მაინც მნივშნელოვანია მათთან თანამშრომლობა" - აღნიშნა ბარამიძემ.
ეუთოს ასანბლეის თავმჯდომარის ჟოაო სუარესის განცხადებით, ეუთოსთვის საქართველოს მნიშვნელოვან ქვყენას რომ წარმოადგენს ეს კარგად ჩანს იქიდანაც რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი ვიზიტი სწორედ თბილისიდან დაიწყო.
ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და დაუჭერთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, ასევე მიგვაჩნია, რომ კონფლიქუტრ რეგიონებში არსებული ვითარება კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს" - აღნიშნა სუარესმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბარამიძესთან შეხევედრის დასრულებიე შემედეგ წეროვანში გაემგზავრა, სადაც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სიუბელიანს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილ მოსახლეობას შეხვდება.