სუპერმარკეტი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და დღეიდან მთელს ქსელში „უნიქარდის" მფლობელებს ბონუს ქულებით ნებისმიერი პროდუქტის 20% ფასდაკლებით შესყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
"სუპერმარკეტი „სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. აქციის ფარგლებში, „უნიქარდის" მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანითა და ევროპული სტანდარტების მომსახურებით, არამედ ბონუს ქულებით შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი 20% ფასდაკლებით. ექსკლუზიური შეთავაზება „უნიქარდის" მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს აიხდინონ სურვილები „სმარტთან" ერთად", - აცხადებენ „სმარტში".
„ვისოლ ჯგუფი" "უნიქარდის" ექსკლუზური პარტნიორი 2010 წლის აპრილიდან გახდა და დღემდე „უნიქარდის" დაგროვებითი ბარათის მფლობელთა შორის სუპერმარკეტ „სმარტში" პროდუქტების შესყიდვა, „ვისოლის" ქსელში რეალიზებული საწვავის შესყიდვა თუ „ვიანორის" ავტომომსახურების მიღება ბონუს ქულების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სწრაფი საშუალებაა. დაგროვებული ქულების სანაცვლოდ კი სხვა საჩუქრებთან ერთად ,,უნიქარდის" ბონუს ქულებით შესაძლებელია როგორც „სმარტში" პროდუქტების შეძენა ახლა უკვე 20% ფასდაკლებით, ასევე „ვისოლის" საწვავისა და „ვიანორის" საავტომობილო ზეთების საჩუქრად მიღება.
„უნიქარდი" უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ქულების დაგროვება შესაძლებელია სავაჭრო და მომსახურების სფეროს 1000-ზე მეტ ობიექტში.
ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" 12 სუპერმარკეტი დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელში, ბათუმსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში „სმარტი" ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები