მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 9 მარტს მოსკოვში გაემგზავრა.
რუსეთის დედაქალაქში იგი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
ზურაბ ნოღაიდელი თბილისში 11 მარტს დაბრუნდება.