ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზად პრეზიდენტის ხელისშემშლელ საქმიანობას და ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესს ასახელებს.
ხადურის განცხადებით, ქვეყანაში განვთარებული პოლიტიკური პროცესების და სხვადასხვა მოვლენების გამო, სამხიხაროდ საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდა ვერ მოხერხდა.
"სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა, ე.წ. კოჰაბიტაციამ და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა, რომელთა ნაწილიც ობიექტურია და ნაწილი სუბიექტური, მიგვიყვანა იქამდე, რომ სამწუხაროდ წელს ეკონომიკა 6%-ით ვერ გაიზრდება,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.