პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით "თეთრებისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები დაიწყო. როგორც 'ჯი-ეიჩ-ენს" "თეთრების" ოფისიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამ საკითხზე ირაკლი ალასანიასა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და საზოგადოების ცნობილ სახეებს შეხვდა.
"ირაკლი ალასანიას განწყობა პოზიტიურია, ოპოზიციური სპექტრი საუბრობს იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე", - აცხადებს "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი.