კვლავ უცნობია უცნობია დაასახელებს თუ არა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თავს მერობის კანდიდატად. მილანიდან დაბრუნებული გაჩეჩილაძეს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პრაიმერის მომხრე პარტიები ლევან გაჩეჩილაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას მისალმებიან, თუმცა მათი თქმით ეს გადაწყვეტილება გაჩეჩილაძემ თავად უნდა მიიღოს.
"პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც მოქალაქე მოხარული ვიქნები, რომ ლევანმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს", - განუცხადა ჟურნალისტებს "კონსერვატორმა" კახა კუკავამ.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კი ხსენებული გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს.
"მე მხოლოდ ჩემი კანდიდატების დასახელება და ამ გადაწყვეტილების შეფასება შემიძლია", - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელი.