მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გაჭიანურებას პოლიტიკური სარჩული ედო, აცხადებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
„ამას პოლიტიკური სარჩული ედო. როგორც კი ჩვენ მოსახლეობის აღწერის ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ 2002 წლის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით გაცილებით მცირეა საქართველოში სახეზე მყოფი მოსახლეობის რიცხვი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებთან და საარჩევნო სიასთან. მეორეს მხრივ, ეს დამატებით რესურსებთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ ორი მომენტის გამო, წინა ხელისუფლებამ აღწერა გადაავადა. ჩვენ რომ აღწერა არ ჩავატაროთ, მსოფლიოს იმ ხუთი ქვეყნის რიცხვში მოვხვდებით, რომლებიც გაერო-ს მონაცემებით, შავ სიაში არიან, რადგან მოსახლოების საყოველთაო აღწერას არ ატარებდნენ", - განაცხადა ნარმანიამ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე დონორთა კონფერენციის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები