ქართული მხარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მნიშვენლოვან რეზოლუციას წარადგენს. ამის შესახებ განცახდება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟოაო სუარესთან გაამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ქართული მხარე მნიშვნელოვანი რეზოლუციით წარსდგება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ზაფხულისთვის იგეგმება და გაიმართება ოსლოში და როგორც წერეთელი აღნიშნავს, დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გათვალისწინება არის მნიშბნელოვანი ფაქტი. მით უმეტეს, რომ ქართული მხარე საკუთარი რეზოლუციით წარსდგება.
გარდა ამისა, როგორც წერეთელმა განაცხადა, ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შხევდრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იძულების მექანიზმები.
აღსანიშნავია რომ რეზოლუციამ, რომელსაც ქართული მხარე ზაფხულში წარადგენს სწორედ ამ საკითხებთან იქნება დაკავშირებული.
როგორც წერეთელი აცხადებს, ეუთოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა სქართველოში ადგილობირვ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.