შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ქვეყნის განვითარებას ზიანს მიაყენებს. ამის შესახებ ბილდტმა ,,რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ახალი ტიმოშენკო გახდეს პასუხად ბილდტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, უარესიც" მოხდეს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას", განაცხადა ბილდტმა.
მისვე თქმით, საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი მთლიანობაში დადებითად მიმდინარეობს.