კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ Google-ი საკუთარი მომხმარებლების ფოსტას ამოწმებს და კითხულობს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, Microsoft-მა Google-ს ღია ომი გამოუცხადა და საკუთარი კონკურენტის კრიტიკის კამპანია დაიწყო.
Microsoft-ი განმარტავს, რომ Google-ი მომხმარებლების პირად ინფორმაციას, კომპანიის მოგების ზრდის მიზნით იყენებს. მაგალითად თუ წერილში ნახსენები იქნება სიტყვა - განქორწინება, მაშინ Google-ი მას უგზავნის საადვოკატო ბიუროს, ან ადვოკატის რეკლამას.
Microsoft-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედებით Google-ი საკუთარი მომხმარებლების პირადულ ინფორმაციაში იჭრება და მას საკუთარ მომსახურებას სთავაზობს. Microsoft-ში ირწმუნება, რომ მისი საფოსტო სერვისი Outlook.com განსხვავებულია Google-ის ფოსტისგან.
„ჩვენ არ ვამოწმებთ თქვენს ფოსტას, რათა გავყიდოთ რეკლამა"- იყტობინება Microsoft-ი.
Microsoft-ის პრალდებას გამოეხმაურა Google-იც, რომლის პრესსპიკერმაც განმარტა, რომ ის არ იყენებს საკუთარი მომხმარებლების პირად ინფორმაციას რეკლამის თარგეთირებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები