კომპანია „თელასმა" №2038 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და №2005 ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტში რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა. ეს ობიექტები ელექტროენერგიით დიდუბის რაიონის ოთხი ათასზე მეტ აბონენს უზრუნველყოფენ.
ორივე ობიექტზე შენობის სრული რეკონსრუქციის და ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზების სამუშაოები ჩატარდა: მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა; დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები; შეიცვალა და დაემატა ახალი „ქსო-201" ტიპის უჯრედები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგურის და ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სიმძლავრე ჯამში ორჯერ გაიზარდა - 1000 კილოვატიდან 2000 კილოვატამდე. ასევე მნიშვნელოვნად ამაღლდა აბონენტების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და ხარისხი.
№2038 სატრანსფორმატორო ქვესადგურის და №2005 ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტაცია თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
***სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.