საქართველო რუსეთს ზეთისხილის რტოს უწვდის, ამჟამად ჯერი რუსეთზეა" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გაზეთი " The Guardian": "-ი.
"გამოცემასთან საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე საუბრობს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "ოკუპურებულ ტერიტორიებას მოიხსენიებს", _ წერს გაზეთი და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისწრაფვის იმისაკენ, რომ მოიგოს მათი გულები ვინც დარჩა საცხოვრებლად ორივე ამ ტერიტორიაზე.
"იგი ასევე ისწრაფვის იმისკენ, რომ ეთნიკური წმენდის შედეგაც ამ ტერიტორიებიდან გამოძევებულ მოსახლეობას მიეცეს იმის საშუალება, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ", _ წერს " The Guardian": "-ი.
ამის შემდეგ, სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს მიიღებენ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში: ორივე ტერიტიას კრემლი განაგებს". ბადრიძის აზრით, "ორივე ეს ტერიტორია ამჟამად რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის შემადგენელი ნაწილი გახდა _ ეს არის ზონები, რომლებსაც აქვთ სერიოზული პრობლემები რუსული საზომებითაც კი".