დღეს, 9 მარტს, საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სუარესი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს _ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და პარლამენტის ვიცე სპიკერს გიგი წერეთელს.
მისივე თქმით, შეხვედრებზე განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები.