თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთთი მზადაა ნატოსთან თანამშრომლობისათვის, იმ შემთხვევაში თუკი ყოველივე ეს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.
"ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი თანამშრომლობისათვის, მაგრამ ასევე დავადასტურეთ ისიც, რომ მზად ვართ სათანამშრომლოდ არა არჩევითი პრინციპით, ანუ იმ საკითხებში, რომელიც მხოლოდ ნატოს აწყობს, არამედ ყველა იმ სფეროში სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა",_ აცხადებს ლავროვი.
"გვინდა, რომ ეს პრინციპები მთლიანობაში დაცული იყოს",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ იგი თავისი საქმიანობის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავს.
"რა თქმა უნდა ნატოს მხრიდან არის პოზიციების დაახლოება, მას შემდეგ რაც მან 2008 წლის აგვისტროში, ცალმხრივად გაწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ ალიანსში სიტუაციის გაააზრება მოხდა და ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის ახალი რეალობების წარმოქმნა",_ აცხადებს სერგეი ლავროვი და აღნიშნავს, რომ "მომეჩვენა, რომ რასმუსენს კარგად ესმის, რომ დიალოგი თანასწორუფლებიანობის საფუძველზე უნდა გაიმართოს".
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშმავს, რომ რუსეთი და ნატო მზად არიან თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ ავღანეთის საკითხში.
"ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულება გვაქვს, სადაც ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე ურთიერთობა შეგვიძლია",_ განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ ტერორიზმთან და ნარკოტრეფიკთან ბრძოლას, არამედ მეკობრეობისათვის წინააღმდეგობის გაწევას.