შალვას ფანჩატურში აღარ შეესვლებათ, თურმე, შალვა გაბრაზდა, გვარამია ევროპაში რომ გაიქცა. ახლა სალომეს ფანჩატური გააკეთონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია შეუძლია, სახლობანა ითამაშოს.
„სალომეს ოთხი თუ ხუთი პარასკევი დარჩა – ის დანიშნონ პრეზიდენტად და სახლობანა ითამაშონ. ფანჩატურში თავისი სახელმწიფო მოაწყონ – ფანჩატური დაარქვან და იძახონ ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო. პრეზიდენტი სალომე იყოს, რომელსაც ხუთი პოლიტიკური პარასკევი დარჩა. მათ ამომრჩეველს მართლა თანავუგრძნობ, რომ მათ უჭერდა მხარს“, – განაცხადა მდინარაძემ.