"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე ოფიციალურად მიმართეს.
კოალიციის 19-ვე წევრი ინდივიდუალურად მიმართავს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხონვით.
"კოალიციას ცვლილებისთვის" ამომრჩეველმა ხმა მისცა ცვლილებისთვის. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები და ამიტომაც მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ხალხის წარმომადგენლობაზე, ამომრჩევლების წარმომადგენლობაზე, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახ, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს", - თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, 26 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა სამი ოპოზიციური გაერთიანების პარტიული სიებით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.