ეს არის ენერგიით სავსე ახალგაზრდა კაცი,- ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მომავალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება.
ალასანია მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მმართველი კოალიციის გუნდის წევრებთან მუშაობისას თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის თქმით, მომავალ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მმართველი კოალიციის გუნდის ყველა წევრი გვერდში დაუდგება იგი ასევე დარწმუნებულია, რომ "ეს მთავრობა მართლაც საათივით გამართულად იმუშავებს".