ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში,- ასე შეაფასა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თავიდანვე ცნობილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის პოსტზე განსახილველ კანდიდატურებს შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ღარიბაშვილი იყო, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"შეიძლება ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ როგორც მინისტრმა, 1 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად გაიარა ეს გამოცდა და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრად მისი წამოყენება იყო ძალიან ლოგიკური და ერთხმად უჭერს მას მხარს კოალიციის ყველა სუბიექტი,"- განაცხადა დავით სურაბიშვილმა.