დღეს, 9 მარტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან გამართავს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავების საკითხებს განიხილავენ.
დონალდ ტუსკი თბილისს კავკასიის რეგიონში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ვიზიტი 11 მარტამდე გაგრძელდება.