Kia Motors კორპორაციის ბრენდის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და ის ახლა 83-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100 ბრენდს შორის. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ამ თვეში „ინტერბრენდის" (Interbrand), მსოფლიოს უდიდესი ბრენდების საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.
Kia პირველად მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100-ს წინა წელს შეუერთდა, იგი 87-ე ადგილს იკავებდა,მაგრამ შემდეგ 4 პოზიციით დაწინაურდა. ახლა Kia-ს ბრენდის ღირებულება შეფასებულია $4.7 მილიარდად. ეს წინა წლების შეფასებებთან შედარებით ბრენდის ღირებულების 15%-ან ან $619 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.
გლობალური მასშტაბით Kia-ს წარმატება აქტიურმა სპორტულმა მარკეტინგმა განაპირობა. ბრენდი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის- FIFA World Cup-ის, Australian Open ჩოგბურთის ტურნირისა და NBA კალათბურთის სერიების ოფიციალური პარტნიორია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Kia-მ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ციფრულ და სოციალურ მედიაში. კომპანიის ინტერნეტ აქტივობებში ჩართულია 1.4 მილიარდი ადამიანი და ყოველდღიურად,საშუალოდ 300 000 კიასთან დაკავშირებულ კომენტარს ითვლის.
2013 წლის ივნისში Interbrand-მა კიას „50 საუკეთესო მწვანე ბრენდებს'' შორის 37-ე ადგილი მიანიჭა. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მიერ გარემოზე ზრუნვას, რაც eco-friendly და ამავდროულად ეკონომიური ავტომობილების გამოშვებით გამოიხატება.
მასალის გამოყენების პირობები