ისრაელი საქართველოს საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობით დაინტერესებულია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზეევ ელკინის განმარტებით, უმაღლეს დონეზე ამ ფონდების ხელმძღვანელების ისრაელში ვიზიტი უკვე გადაწყვეტილია. მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის ფონდების ხელმძღვანელები ისრაელს, საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში, ან საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტისას ეწვიონ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მან გიორგი მარგველაშვილს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მილოცვა გადასცა და მარგველაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრის სახელით, ქვეყანაში მიიწვია.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვარ, რომ საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების ვიზიტი, ისრაელელ ბიზნესმენებს საქართველოს ბაზარზე მეტ პერსპექტივას დაანახებს," - განაცხადა ზეევ ელკინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, 2014 წლის 28 იანვარს, იერუსალიმში გაიმართება.