შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრო ბარნოვს მიმართავს. როგორც თევდორაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "უმჯობესია ბარნოვმა სიმართლე ილაპარაკოს".
"მე მინდა მივმართო ბატონ ანდრო ბარნოვს რომელსაც უთქვამს რომ მან არ იცის ვისი გადაწყვეტილებით გამოვიდნენ ადამიანები გარეთ. ჯობია მან სიმართლე ილაპარაკოს რადგანაც ზუსტად ბარნოვს ავალებდა პრეზიდენტი ძალიან ბევრ რამეს. სააკაშვილი სწორედ ბარნოვს ავალებდა სარეკომენდაციო სიებზე მუშაობას და მან მშვენივრად იცის სიმართლე. მე შესაძლოა როგორც ასლან აბაშიძე ამბობდა მიამიტი ქალბატონი ვარ, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა ტყუილი", - აცხადებს თევდორაძე.
მასალის გამოყენების პირობები