ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არ გამორიცხავს რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალოს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოჟორიძემ განაცხადა, რომელიც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე რამდენად იყო სამართლიანი, ან უსამართლო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
,,შესაძლებელია პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალოს, გამორიცხული არ არის. იმ საქმესთან დაკავშირებით რაზეც მას რამდენიმე დღის წინ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან გამართლებულ საქმეში შეწყალება არ არსებობს. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას რაც შეეხება საია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებეს, რადგან აღნიშნული საქმე რამდენიმე ტომიანია და მას საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ამავე დროს საქმე როგორც ვიცი ბოლომდე არ დასრულებულა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამიტომ შინაარსობლივ საკითხებზე ჩვენი მხრიდან შეფასებების გაკეთება სწორი არ იქნება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა კოჟორიძემ.