"მითები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომ ის იყო მონსტრი და ადამიანების მწამებელი, დაიმსხვრა,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას ისაუბრა.
"ერთადერთი გაამტყუნებელი განაჩენი არის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის დროსაც სამწუხაროდ მოსამართლე "ქართული ოცნების" ზეწოლის ქვეშ მოექცა და გაება. ეს არის განაჩენი, რომელიც ძირითადად დამყარებულია კანონიერ ქურდებზე და მაყურებლებზე და ეს იყო კანონიერი კურდების განაჩენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, სადაც ბაჩო ახალაიას ბრალი ჰქონდა წაყენებული, დადასტურდა, რომ არავითარი მწამებელი არ არის. მთელი მისი საქმიანობა ემსახურებოდა ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ეს ბრძოლა დამთავრებული არ არის,"- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.