მივმართავ ყველა თქვენთაგანს. თუ გვსურს მომავალშიც ვიყოთ და გვერქვას სახელმწიფო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დავაყენოთ",_ განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„მეტი ასე გაგრძელება არ შეიძლება",_ განაგრძო მან და აღნიშნა: „ყველაფერი დანგრეულია და თქვენ ყველამ კარგად იცით, თუ რა ქმედებები ხორციელდება იმ ქვეყანასთან, რომელსაც მეგობრულს ვუწოდებთ.
ვიცი რომ დღეისათის არსებობს სირთულეები დაფინანსებაში და დგას საკითხები „მოსკოვის ბანკში" ანგარიშების დახურვისა - ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ფინანსური ოპერაციები განვახორციელოთ.
ალბათ, ვიღაც შეძლებს ამ საკიტხების გადაწყვეტას, მაგრამ ჩვენ ამ წლების განმვალობაში ვერ შევძელით ვერავითარი ეკონომიკის აშენება. ჩვენ გადავყლაპეთ, მაგრამ ვერ გადავამუშავეთ რუსული ფინანსური დახმარება - 26 მილიარდი რუბლი.
დღეს საკითხი სულაც არ დგას იმაში თუ ვინ იქნება ხვალ პრეზიდენტი. საკითხი დგას შემდეგნაირად - იქნება თუ არა ხვალ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ე.წ. პარლამენტში რაულ ხაჯიმბამ.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ რაულ ხაჯიმბას ამ სიტყვით გამოსვლას „არავითარი პასუხი არ მოჰყოლია".