თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით პრეზიდენტმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა შეიწყალოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ველიჯანაშვილმა განაცხადა იგი ელოდა, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა და ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოს გაამართლებდა.
,,რა თქმა უნდა, ამგვარ განაჩენს ველოდი, რადგან ე. წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე დანაშაული ჩადენილი არავის არ ჰქონდა. ყველა მათგანი პასუხისგებაში უკანონოდ იყო მიცემული. აქედან გამომდინარე სამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების შემთხვევაში განაჩენი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო", _განაცხადა ველიჯანაშვილმა.
მისივე განმარტებით, განაჩენით დადასტურდა, რომ ბაჩო ახალაიას კომფორტულ პირობებში არ ჰყავდა ქურდები, პირიქით ავიწროვებდა მათ რის გამოც პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი უნდა შეიწყალოს
,,განაჩენით დადასტურდა რომ ბაჩო ახალაია ქურდებს ავიწროვებდა, კომფორტულ გარემოში არ ჰყავდა და ამაზე უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა რა უნდა ქნას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.