საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო უმცირესობის წვრებზე ზეწოლა ხორციელდება. სერგო რატიანის თქმით, ჯერჯერობის არ დაასახლებეს, თუ მათ პარტიის, რომელ წევრებზე ხროციელდება ზეწოლა.
"საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე უკვე დიდი ხანია, ზეწოლა ხორციელდება, თუმცა ვისზე და ვის მიერ ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ჩაკლას ის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქუთაისთან დაკავშირებით არსებობს, რადგან პარლამენტის გადატანა სურთ, თუმცა უმცირესობა ამ შემთხვევაში მათ მხარს არ დაუჭერს", - აცხადებს სერგო რატიანი.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებას განიხილავენ რომლის მიხედვით უნდა განისაზრღვროს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი.