იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, აუცილებელია, კონსტიტუციაში მოხდეს ის მუხლის შეცვლა, სადაც წერია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია მიჩნეული. ხმალაძის თქმით, მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში.
„კონსტიტუციამ არ უნდა განსაზღვროს პარლამენტის ადგილმდებარეობა და ის უნდა იყოს განსაზღვრული რეგლამენტით. ამიტომ ამოვიღებთ კონსტიტუციიდან ამ მუხლს. პარლამენტს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში და დღეს დედაქალაქი არის თბილისში,"-ამბობს ხმალაძე.