საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით, მიხელ სააკაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პირველ პირმა პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნია.
"პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებზეც იყო დარწმუნებული, რომ ისინი გახდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპილი და იქ იყო ისეთი ქეისიც, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში ბრალდებული პირები შეიწყალა, რომელთა შორის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მეუღლეც არიან.