სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულის ფაქტს ეხმიანება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სუბარმა განამარტა შეწყალების კომისიამ ერთი კვირის წინ პრეზიდენტს გადაუგზავნა დაახლოებით 150-კაციანი სია, თუმცა მისი განმარტებით მიხეილ სააკაშვილმა 200 ადამიანზე მეტი შეიწყალა.
,,ერთი კვირის წინ შეწყალების კომისიამ დაახლოებით 150 კაციანი სია გადაუგზავნა პრეზიდენტს, თუმცა პრეზიდენტმა 220 ადამიანზე მეტი შეიწყალა. მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც შეწყალების კომისიას საერთოდ არ განუხილავს. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთი დღე საპატიმროში არ ყოფილან, მათ შორის ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა_დავით ადეიშვილი", -განაცხადა სუბარმა.