გუბერნატორების ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, აღნიშნულის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა. კალაძის განმარტებით, გუბერნატორების მხრიდან იყო მთავრობის მუშაობაში ხელისშეშლის მცდელობები, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ საკუთარი საქმე წარმატებით გააკეთა.
„პრობლემები რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე გააკეთეს. ყველა რეფორმაზე სააკაშვილის ნარჩენების მხრიდან ხდებოდა ხელის შეშლა, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ხელისშეშლებისა მთავრობამ გაართვა თავი იმ დაპირებებს და რეფორმების გატარებას რაც ხდებოდა. მე დადებითად შევაფასებ მთავრობის მუშაობას"- განაცხადა კალაძემ.